სამუშაო წრის მეშვიდე შეხვედრა

            13 ნოემბერი
         თემა: გეომეტრიული ფიგურებით თოჯინებისა და ცხოველების დამზადების შესწავლა;
           დღევანდელი შეხვედრა გეომეტრიული ფიგურებისაგან თოჯინებისა და ცხოველების დამზადების შესწავლას დავუთმეთ.პირველ რიგში ბავშვებმა გაიხსენეს რომელი გეომეტრიული ფიგურები იცოდნენ.დახაზეს ეს გიგურები ფერად ფურცლებზე და გამოჭრეს.
     ფერადი ქაღალდისაგან გავაკეთეთ კონუსი. თავის გასაკეთებლად ორი ერთნაირი ფერის წრე გამოვჭერით და ორივე მხრიდან კონუსის წვერზე დავაწებეთ.სახეზე თვალები და ცხვირ-პირი დავუხატეთ.გამოვჭერით  ნაწნავები,ლეჩაქი, გულისპირი,სარტყელი და ქართული სამოსით გაწობილი თოჯინა გამოგვივიდა.
           სამკუთხედებისაგან კი ძაღლი გავაკეთეთ.ამისათვის კი სულ ორი თაბახის ფურცელი გამოვიყენეთ.გადავკეცეთ სამკუთხედებად,გამოვჭერით  და ავაწყეთ ცუგაც.სახეზე თვალები და ცხვირ-პირი დავუხატეთ.
       დღევანდელი შეხვედრა საინთერესო და სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისათვის.მათ გეომეტრიული ფიგურებით თოჯინისა და ცუგას გაკეთება შეძლეს.ეს  მათთვის ახალი აღმოჩენა იყო და სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ.







Comments

Popular posts from this blog

საწრეო მუშაობის პროგრამა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება